- ციფრული უთანასწორობა
- (ინფორმაციული, ელექტრონული, კომპიუტერული) ა) წარმოადგენს სხვაობას ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, როგორც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ცხოველქმედების შემადგენელი ნაწილის, დანერგვის, გამოყენების და განვითარების დონეში;ბ) არის სოციალური დიფერენციაციის ახალი სახე, რომელიც წარმოადგენს სხვა სახის უთანასწორობათა როგორც მიზეზს, ასევე შედეგს, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნებსა და ამ ქვეყნებში სოციალურ ფენებს შორის ეკონომიკური უთანასწორობისა, რადგან ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ჯერჯერობით წარმოადგენს ძვირად ღირებულ პროდუქტს, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე მთლიანად სახელმწიფოსთვის; გ) განიხილება, როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სრულფასოვან უზრუნველყოფას, ინდივიდუალიზმს, პლურალიზმს, ლიბერალიზმს, გლობალიზაციას, ინტეგრაციას, მსოფლიოში არასტაბილურობის აღმოფხვრას, ინფორმაციისა და ცოდნის ხელმისაწვდომობას, მატერიალური კეთილდღეობის ზრდას და ა.შ. დ) განისაზღვრება, როგორც სხვაობა ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, ელექტრონული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, აგრეთვე, როგორც სხვაობა ინფორმაციისა და ელექტრონული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გაგებაში, უნარში და გამოყენების სიხშირეში საზოგადოებასა და მთლიანად სახელმწიფოს მიერ. ციფრული განხეთქილების შემცირება და ლიკვიდაცია წარმოადგენს ინფორმატიზაციის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას.Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004
Georgian encyclopedia. 2013.